რუსული არმიის სამხედროებმა უკრაინელი ჯარისკაცები დახვრიტეს – უკრაინის პროკურატურა

დეკემბერში, უკრაინის თავდაცვის ძალებთან საბრძოლო შეტაკების დროს, სოფელ რობოტინესთან, რუსული არმიის სამხედროებმა უკრაინელი ჯარისკაცები დახვრიტეს. აღნიშნულ ფაქტზე ზაპორიჟიეს საოლქო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ჯერ სამი უკრაინელი დამცველი შეიპყრეს, ერთი საათის შემდეგ კი დახვრიტეს.

გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ვიდეო ამჟამად ინტერნეტში ვრცელდება.

„ეს არის აგრესორი ქვეყნის მიერ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული სამხედრო ტყვეების მოპყრობის უხეში დარღვევის კიდევ ერთი შემთხვევა. მაგალითად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტში გამოჩნდა რუსი სამხედროების მიერ დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის ვიდეო. ასევე დაფიქსირდა უკრაინელი სამხედრო ტყვეების “ადამიანურ ფარად” გამოყენება ფრონტის ხაზზე. რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. ყოველი ასეთი დანაშაულისთვის რუსეთი დაისჯება. “- აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურატურა.

მსგავსი თემები