,,ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებაზე პროტესტი გარედანაა წახალისებული” – კარასინი

,,ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებაზე პროტესტი გარედანაა წახალისებული”. ამის შესახებ რუსეთის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

,,რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩვენ არ გვჭირდება რატიფიცირება, მაგრამ ისინი აკეთებენ”, – თქვა კარასინმა

მისი თქმით, ძველი, სტალინური სახელმწიფო აგარაკი მთავრობათაშორისი შეთანხმებით რუსეთს მიეკუთვნა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმება დაამტკიცა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი ამის შესახებ ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.

მსგავსი თემები