,,მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები”- მამუკა ხაზარაძე

მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები, ეს როგორ იქნება, პირველ რიგში, ამომრჩეველს ვკითხავთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი მოლაპარაკება, გარდა მოკითხვისა და ინფორმაციების გაცვლისა მასსა და ნიკა მელიას შორის არ არსებობს.

„არანაირი მოლაპარაკება, გარდა მოკითხვისა და ინფორმაციების გაცვლისა მე და ნიკა მელიას შორის არ არსებობს. ერთმანეთს ვეკონტაქტებით, პოლიტიკაში ვართ ორივე. ერთ რამეს გიდასტურებთ, მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები. როგორ იქნება, ამას, პირველ რიგში, ამომრჩეველს ვკითხავთ. ამოცანა გვაქვს, ეს ხელისუფლება გავისტუმროთ და სათავეში მოვიყვანოთ კოალიციური მთავრობა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

მსგავსი თემები