წყალდიდობა გერმანიაში – ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. გერმანიის რეგიონებში სტიქია რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.
სოფელ ვინდენჰაუზენიდან 400 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. სოფელში ჩასვლა აკრძალულია.
წყალდიდობას ებრძვიან საქსონია-ანჰალტასა და ქვედა საქსონიაშიც. მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლის გამო სახლების პირველი სართულები დაიტბორა.
სპეციალისტების განცხადებით, გერმანიის რეგიონებში წყალდიდობის საფრთხე კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.