ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის “კანონს” ხელი მოაწერა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმ ასლან ბჟანიამ პარლამენტის დეპუტატების მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა. ამრიგად, ბჟანიამ დაამტკიცა ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.

„რატიფიცირება აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის და მისი გამოყენების წესის შესახებ მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმების შესახებ. 2022 წლის 19 იანვარს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

მსგავსი თემები