თავდასხმა ხერსონის სარკინიგზო სადგურზე – არის მსხვერპლი

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ხერსონის სარკინიგზო სადგურზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საღამოს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ადგილზე უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა.

უკრაინის რკინიგზის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა სადგური და მოძრავი შემადგენლობა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სადგურიდან ევაკუირებულია 140 მოქალაქე.

მსგავსი თემები