ლას ვეგასში, ნევადას უნივერსიტეტში სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ერთი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.
თავდამსხმელმა ცეცხლი უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე, ადგილობრივი დროით 11:45 საათზე გახსნა.
თავდამსხმელის ლიკვიდირება პოლიციამ ადგილზე შეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 67 წლის კოლეჯის პროფესორია, თუმცა რა კავშირი აქვს ნევადას უნივერსიტეტთანუცნობია.
თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.