ამსტერდამის აეროპორტმა, დიდთოვლობის გამო, ფრენები გააუქმა

ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტმა დაახლოებით 150 შიდა და გარე ფრენა დიდთოვლობის გამო გააუქმა.

ჰოლანდიურმა ავიაკომპანიამ KLM, რომელიც აეროპორტის მთავარი მომხმარებელია, ჰოლანდიურ საინფორმაციო სააგენტო ANP-ს განუცხადა, რომ შუადღისას და საღამოს 65 ევროპული ფრენაა გაუქმებული.

შეგახსენებთ, რომ ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დიდთოვლობის გამო შეჩერებულია ფრენები და სარკინიგზო მიმოსვლა.

მსგავსი თემები