ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ნიუ-იორკში, ქუინსის სამხრეთ ნაწილში, ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

პოლიციამ დაადასტურა, რომ სახლს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს. მათივე ცნობით, 911-ში ახალგაზრდა ქალმა დარეკა, რომელმაც თქვა, რომ “მისი ბიძაშვილი ოჯახის წევრებს კლავდა”.

მეხანძრეების ინფორმაციით, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოში ორი პოლიციელი გადაიყვანეს, ისინი ეჭვმიტანილმა კაცმა დაჭრა.

მსგავსი თემები