,,ჩვენ ვაგრძელებთ ზუსტად იქიდან, სადაც შევჩერდით” – გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც “ჰამასმა” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, ისრაელის სამხედროები “სრული ძალით” დაუბრუნდნენ ბრძოლას.

,,ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ზუსტად იქიდან, სადაც შევჩერდით… ათასობით ტერორისტი ლიკვიდირებულია, ათობით შტაბზე შეტევა განხორციელდა, ასობით ტერორისტი ავიყვანეთ და ამჟამად ისრაელში არიან. 110 მძევლის დაბრუნება მიღწევაა. მსოფლიოში არცერთ ჯარს არ მიუღწევია ასეთი შედეგისთვის ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ. ჩვენ ამას მივაღწიეთ ისრაელის თავდაცვის ძალების სიძლიერის გამო”, – ამბობს გალანტი.

მსგავსი თემები