სამხრეთ ფილიპინების უნივერსიტეტში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ ფილიპინებში, ქალაქ მარავში, მინდანაოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

BBC წერს, რომ შემთხვევის შედეგად არიან დაჭრილებიც, რომლებიც ახლომდებარე საავადმყოფოში ძირითადად მცირე ჭრილობებისა და სისხლჩაქცევების გამო გადაიყვანეს.

პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოს უმცროსმა დაგმო აფეთქება და თქვა, რომ ეს იყო “უაზრო და ყველაზე ამაზრზენი” აქტი, რომელიც “ჩაიდენილია უცხოელი ტერორისტების მიერ”.

პრეზიდენტმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. უნივერსიტეტმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მწუხარება გამოთქვა.

“ცივილიზებულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის. ის განსაკუთრებით საზიზღარია უმაღლეს სასწავლებლებში, როგორიცაა MSU. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ქრისტიანულ საზოგადოებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაზარალდა ამ ტრაგედიით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები