სამი შეიარაღებული პირი ცოლ-ქმარს მიკროავტობუსში აუვარდა და ტელეფონი წაართვა

აბაშის ბაზარში ყველის გასაყიდად საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს გზად შეიარაღებული პირები დახვდნენ. ნიღბიანები ტრანსპორტში ავიდნენ და შუახნის მგზავრებს ტელეფონი წაართვეს. ამის შემდეგ, იარაღის მუქარით თავი ტყეში შეაყვანინეს და მიკროავტობუსში გაკოჭილები დატოვეს. მოგვიანებით, კაცმა მიკროავტობუსიდან გადმოსვლა და გზაზე დახმარების სათხოვნელად გასვლა შეძლო.

საქმეზე დაკავებული ამ დროისთვის არავინაა. აბაშის სოფლებში, ასვეე მარტვილის, ჩხოროწყუსა და სენაკის გზებზე მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები