რუსულ აგრესიას უკრაინაში 511 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 1 152-ზე მეტი |

რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 511 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 1 152-ზე მეტი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:

დონეცკის რეგიონში – 496, ხარკოვის ოლქში – 304, კიევის ოლქში – 139, ჩერნიგოვის ოლქში – 71, ლუგანსკის ოლქში – 67, ნიკოლაევის ოლქში – 97, ხერსონის ოლქში – 132, ზაპოროჟიეს ოლქში – 99, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 777, ლუგანსკის ოლქში – 67.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი თემები