,,ჩვენ გავაგრძელებთ ომს მანამ, სანამ არ მივაღწევთ ყველა მიზანს” – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაციებს მანამდე გააგრძელებენ, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევენ. მისი თქმით, მოგების გარდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მძევლები სახლში დავაბრუნოთ. შევასრულოთ ეს მისია, მაგრამ ასევე გავანადგუროთ “ჰამასი” და დავრწმუნდეთ, რომ ის აღარასოდეს იქნება ჩვენთვის საფრთხე და არ იარსებებს არც ერთი ჯგუფი, რომელიც ისრაელს ღაზიდან ემუქრება. გარკვევით ვამბობ – ჩვენ გავაგრძელებთ ომს მანამ, სანამ არ მივაღწევთ ყველა ჩვენს მიზანს. გამარჯვების და სახმელეთო ოპერაციის გარეშე, ამ მიზნების მიღწევის გზა არ არსებობს,” – თქვა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი თემები