პარიზში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული პირი ტურისტებს დაესხა თავს – არის მსხვერპლი

პარიზში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული პირი ტურისტებს თავს დაესხა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. შემთხვევა 2 დეკემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული გერმანიის მოქალაქეა. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

როგორც Reuters აღნიშნავს, პოლიციამ 26 წლის კაცი დააკავა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა. ეჭვმიტანილი 2016 წელს თავდასხმის დაგეგმვისთვის იყო ნასამართლევი. მან პოლიციას განუცხადა, რომ შეწუხებული იყო ამდენი მუსლიმის სიკვდილით პალესტინაში და აღელვებული ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებით.

,,თავდამსხმელის შესახებ ვიცით ის, რომ არის ფრანგი, დაბადებულია საფრანგეთში, 1997 წელს. შემთხვევის დროს პოლიციის კამერები ჩართული იყო და ყველაფერი გადაღებულია. ის იყო გაბრაზებული იმაზე, რაც ხდება ღაზაში და ამბობდა, რომ საფრანგეთი თანამონაწილეა იმისა, რასაც ისრაელი აკეთებს,” – თქვა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა.

მსგავსი თემები