3-4 დეკემბერს ლუკაშენკო ჩინეთს ეწვევა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 3-4 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვევა.

გავრცელებული ინფორმაციით, პეკინში ლუკაშენოსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. დღის წესრიგში სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებია.

მინსკს ვიზიტის დეტალური პროგრამა არ გამოუქვეყნებია, თუმცა საინფორმაციო სააგენტო “ბელტა” აღნიშნავს, რომ ის მოიცავს არაერთ სოციალურ და ჰუმანიტარულ ღონისძიებასაც.

მსგავსი თემები