პაკისტანში შეიარაღებული პირები ავტობუსს დაესხნენ თავს და 8 ადამიანი მოკლეს

ჩრდილოეთ პაკისტანში, ქალაქ ჩილასთან, ავტობუსს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად 8 მგზავრი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა.

რეგიონული მთავრობის სპიკერმა მუჰამედ ალი ჯოჰარმა განაცხადა, რომ ბოევიკებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები