რუსებმა ხერსონში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში მრავალსართულიანი კორპუსი დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 მშვიდობიანი მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, რუსებმა შენობაზე იერიში არტილერიით მიიტანეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, დღეს რუსებმა ხერსონში ორი საავადმყოფო დაბომბეს.

მსგავსი თემები