,,პუტინის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას ტრაგედია ელის” – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელონ.

,,აუცილებელია გვესმოდეს, რომ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას ტრაგედია ელის. მაგრამ ეს ჩვენთვისაც სახიფათო იქნება. ამიტომ, ჩვენივე ინტერესებშია, რომ უკრაინამ გაუძლოს,” – თქვა სტოლტენბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ისინი მზად იყვნენ “ცუდი ამბებისთვის” რადგან, მისი თქმით, ომი ცვალებადი პროცესია და უკრაინის დახმარებაზე უარი არ უნდა თქვან.

მსგავსი თემები