მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-4 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

დედაქალაქში – თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23+25 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ასევე უნალექო ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +21+23 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +18+20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +12+14 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი): უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22, ხოლო გორსა და ცხინვალში +16 +18 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მსგავსი თემები