მილიარდიანი სასამართლო დავა კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ

ინვესტორთა ჯგუფმა სარჩელი შეიტანა ფეხბურთელის კრიშტიანო რონალდუს წინააღმდეგ და მოითხოვა 1 მილიარდ დოლარზე მეტი კომპენსაცია გადაეხადა მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტო ბირჟის Binance-ის რეკლამისთვის.

მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის განცხადებით, ფეხბურთელის ცრუ და­პი­რე­ბე­ბის გამო, მათ ისე­თი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ჩა­დეს, რო­მელ­მაც თან­ხე­ბი და­ა­კარ­გვი­ნათ.

ისი­ნი მი­ღე­ბუ­ლი ზა­რა­ლის სა­ნაც­ვლოდ, ფეხ­ბურ­თე­ლის­გან მი­ლი­არ­დ დოლარზე მეტს ითხო­ვენ.

2022 წლის ნოემბერში, Binance-მა რო­ნალ­დუს­თან პარტნი­ო­რო­ბით “CR7”-ის სა­ხელ­წო­დე­ბით, NFT ტოკენების პირველი კოლექციის გაყიდვა დაიწყო.

რო­ნალ­დუ ამ­ბობ­და, რომ მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი “CR7”-ის შე­ძე­ნით NFT-ის სამ­ყა­როს შეც­ვლიდ­ნენ და ფეხ­ბურ­თი ახალ სა­ფე­ხურ­ზე აიყვანდა. 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში კო­ლექ­ცი­ი­დან ყვე­ლა­ზე ია­ფ­ფა­სი­ა­ნი NFT 77$ ღირ­და, თუმ­ცა 1 წლის შემ­დეგ მისი ფასი $1-ზე ჩა­მო­ვი­და.

მსგავსი თემები