ლავროვმა მონაწილეობა მიიღო ეუთოს მინისტერიალში, მგონი ეს უკვე საბოლოოდ ანგრევს, ამ შეუმდგარ ორგანიზაციას – მიხეილ სააკაშვილი

ეუთოს მინისტერიალზე, რუსთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება.

,,ლავროვმა მონაწილეობა მიიღო ეუთოს მინისტერიალში სკოპიეში.

მგონი ეს უკვე საბოლოოდ ანგრევს, ამ პრინციპში შეუმდგარ ორგანიზაციას. ამას ვამბობ გულისტკივილით, ვინაიდან 1992 წლის თებერვალში, მე და ზაზა გოგსაძე პირველად შევხვდით დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ეუთოს ხელმძღვანელობას და ჩავიტანეთ ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მოთხოვნა.

ცხინვალში რუსების მხარდაჭერით დაგომისის ხელშეკრულების ფარგლებში, ეუთოს მისია შეიყვანეს, რომელიც თავიდანვე რუსეთის ჯაშუშებით იყო სავსე. 2008 წლის წინ მათ გაწმენდას იქიდან ცდილობდა მისიის ხელმძღვანელი ფინელი ელჩი ტერი ჰაკალა. თუმცა ამ ჯაშუშებს, განსაკუთრებით ერთ ბრიტანელს, ცენტრალური ოფისიდან მფარველობდნენ.

ომის დროს ეუთომ სრულიად პასიური როლი დაიკავა და შემდგომში ცხინვალის ოფისის თანამშრომლები საქართველოს ადანაშაულებდნენ და რომ არა ჰაკალას მყარი პოზიცია, აუცილებლად დიდი პროპაგანდისტული ზიანი მოგვადგებოდა.

ასევე 2018 წელის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს მოხსენება იყო სამარცხვინო და აშკარად, ეტყობოდა ოლიგარქთან გარიგების კვალი.

მოკლედ, სისტემა აშკარად მოშლილია და ახლა უკვე თითქმის ყველამ დაინახა ეს. ამ მხრივ, ლავროვის გასეირნება მინისტერიალზე პირიქით სასარგებლო იყო”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები