თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე 3 დეკემბრიდან მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (კმ254-კმ259), მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2023 წლის 3 დეკემბრის 09:00 სთ-დან, 5 დეკემბრის 21:00 სთ-მდე.

დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის კმ43 (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი) გავლით.

მსგავსი თემები