ორბანის თქმით, ევროკავშირმა უკრაინასთან ჯერ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება უნდა გააფორმოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა შესთავაზოს “პარტნიორობა” უკრაინას, ნაცვლად იმისა, რომ დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. 

,,თუ ჩვენ არ ვიცით (რა შედეგები მოჰყვება ამას), მაშინ არ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები… ასე რომ, მე წარმოვადგენ მოსაზრებას, რომ ევროკავშირმა ჯერ ხელი უნდა მოაწეროს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას უკრაინასთან. ეს (შეთანხმება) შეიძლება გაგრძელდეს 5-10 წლამდე, მოდით დავაახლოოთ ისინი, რადგან უფსკრული ახლა ძალიან დიდია. მოდით, მოგვეცით დრო ერთად ვიმუშაოთ, და როცა დავინახავთ, რომ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ, მაშინ წამოვწიოთ წევრობის საკითხი”, – განაცხადა ორბანმა.

მსგავსი თემები