ენტონი ბლინკენი და ჯოზეფ ბორელი მშიშრები არიან – სერგეი ლავროვი

ენტონი ბლინკენი და ჯოზეფ ბორელი მშიშრები არიან, რადგან გულწრფელი საუბრის ეშინიათ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეუთო-ს მინისტერიალიდან გაიქცა, მაშინ, როდესაც თავად არსად გაქცეულა.

„როგორც ვხვდები, ბლინკენი წავიდა და ბორელიც წავიდა. რატომ ხდება ასე? ალბათ ფიქრობენ, რომ ამით ხაზს უსვამენ რუსეთის იზოლაციის განზრახვას. მაგრამ ვფიქრობ, ისინი უბრალოდ მშიშრები არიან, ეშინიათ ყოველგვარი გულწრფელი საუბრის ფაქტებით ხელში“, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები