აშშ-ში დააკავეს 12 წლის ბიჭი, რომელიც ქუჩაში მოპარული ტვირთმზიდით გადაადგილდებოდა

აშშ-ში, მიჩიგანის პოლიციამ 12 წლის ბიჭი დააკავა, რომელიც მოპარული ტვირთმზიდით ქუჩაში გადაადგილდებოდა.

მანამდე მოპარული ტვირთმზიდის შესახებ ზარი პოლიციაში ფორსითის საშუალო სკოლიდან შევიდა.

პოლიციამ დაადგინა, ტვირთმზიდი ქუჩაში, ქალაქის სამხრეთისკენ გადაადგილდებოდა. სამართალდამცველები მანქანას აედევდნენ და მისი გაჩერება დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მოახერხეს.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

მსგავსი თემები