,,გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ისაუბრეს”- ლავროვის მოადგილე აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ავრცელებს ინფორმაციას.

უწყების ცნობით, შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართა და მას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – მიხაილ გალუზინი, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბასა და ცინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი – კონსტანტინ კოჩიევი.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ისაუბრეს.

„ხაზი გაესვა სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებით თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების სწრაფი შემუშავების აუცილებლობას, ასევე საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას მათი შემდგომი დემარკირებით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები