ბოლო წლების განმავლობაში, შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას დიდი მიღწევები აქვს – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის სამინისტროსა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ორგანიზებით, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აივ ინფექციის პანდემიის დასრულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინფექციის ადრეული გამოვლენა, ეფექტიანი მკურნალობა, პრევენციული ღონისძიებები,აივ ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას დიდი მიღწევები აქვს.

აღსანიშნავია, რომ აივ-ინფექციის/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს ამბულატორიული და ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, ასევე შიდსის სამკურნალო მედიკამენტები.

სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები