„ჰამასის” ხელმძღვანელობა თანამშრომლობდა აგრესიის დასასრულებლად, მაგრამ ზოგიერთი მხარე არ იყო მზად მეტი ძალისხმევისთვის – „ჰამასის“ წარმომადგენელი

„ჰამასის” ხელმძღვანელობა თანამშრომლობდა აგრესიის დასასრულებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი მხარე არ იყო მზად მეტი ძალისხმევისთვის, გარდა კატარისა და ეგვიპტისა, – ამის შესახებ „ჰამასის“ წარმომადგენელმა, ოსამა ჰამდანმა განაცხადა.

„გამოსავალი არ არის ზავი. რეალური გამოსავალი არის ამ ოკუპაციის დასასრულის მექანიზმების მოძიება. ჩვენ დრო დავუთმეთ ყველა შუამავალთან საუბარს და მადლობა უნდა გადავუხადოთ ეგვიპტეს, კატარს ძალისხმევისთვის, რომ შეეცადნენ, მიაღწიონ აგრესიის დასრულების ფორმულას, მაგრამ აგრესიამ ყველაფერი შეაჩერა. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი მცდელობისთვის, რომელიც მიზნად ისახავს, ბოლო მოეღოს აგრესიას. ეს სასარგებლო იქნება ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის“, – განაცხადა ოსამა ჰამდანმა.

მსგავსი თემები