დედამ, სავარაუდოდ, 8 წლის შვილი დაახრჩო

ფლორიდაში 36 წლის შანეკა ენ მაკკინზ ბრალად ედება 8 წლის შვილის მკვლელობა.

მედიის ცნობით, მაკკინზიმ 14 ნოემბერს თავისი ვაჟი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მიიყვანა. სამედიცინო ექსპერტიზის ოფისმა დაადგინა, რომ ბავშვი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია იყო.

გამომძიებლების განცხადებით, მაკკინზიმ მოგვიანებით აღიარა, რომ გეგმავდა მისი შვილის მკვლელობას. მაკკინზის თქმით, მან სუფრის გადასაფარებელი გამოიყენა, მძინარე შვილის დასახრჩობად.

ამის შემდეგ, დედა თავის საქმეებზე მანქანით დადიოდა, სადაც უკანა სავარძელზე მისი შვილი უგონოდ იყო.

„ძალიან ძნელია გაარკვიო, თუ როგორ შეეძლო მშობელს არა მხოლოდ შვილის მკვლელობის დაგეგმვა, არამედ ამ მკვლელობის განხორციელება და შემდეგ მთელი დღეს ისე გაგრძელება, თითქოს არაფერი მომხდარა“,- განაცხადა მაიამი პოლიციის დეპარტამენტმა.

მსგავსი თემები