თავდასხმა დუბლინის ცენტრში – დაჭრილია 5 ადამიანი

თავდასხმა დუბლინის ცენტრში – ირლანდიის პოლიციის განცხადებით, მასშტაბური ინციდენტის შემდეგ, ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტი, ქალაქის ჩრდილოეთით, პარლენლის მოედანზე მოხდა.

დაშავებულები 1 კაცი, 1 ქალი და სამი მცირეწლოვანი ბავშვი ცივი იარაღით დაჭრეს. ერთ-ერთი ბავშვი და ქალი მძიმე დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. დანარჩენებს კი მსუბუქ დაზიანებებზე მკურნალობენ.

მომხდარის მოტივი და მიზეზები უცნობია.

მსგავსი თემები