რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 16 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 16 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უწყების განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ყირიმის თავზე 13 უკრაინული დრონი გაანადგურა, ხოლო ვოლგოგრადის რეგიონში – სამი.

„დღეს ღამით, კიევის რეჟიმს ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის წინააღმდეგ“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

მსგავსი თემები