ზოგიერთ შემთხვევაში ირანი აქტიურად უწყობდა ხელს ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმებს – ჯონ კირბი

თეთრი სახლის სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში ირანი აქტიურად უწყობდა ხელს ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმებს.

„ბოლო ერთი კვირაა, მსგავსი თავდასხმები გახშირებულია, განსაკუთრებით კი ბოლო რამდენიმე დღეა. აშშ არ დაუშვებს, რომ მისი ინტერესები რეგიონში უპასუხოდ დარჩეს“, – აღნიშნა კირბიმ.

მისივე თქმით, აშშ ღრმადაა შეშფოთებული ამ თავდასხმების მნიშვნელოვანი ესკალაციის პოტენციალით უახლოეს დღეებში.

 

მსგავსი თემები