“ჰამასმა” ორი მძევალი გაათავისუფლა

ისრაელი ადასტურებს, რომ “ჰამასმა” კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა. 79 წლის ნურიტ კუპერი და 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად თელ-ავივში ჩავიდნენ.

“ჰამასის” განცხადებით,  ქალები “ჰუმანიტარული” და ჯანმრთელობის მიზეზების გამო გაათავისუფლეს.

ისრაელმა მადლობა გადაუხადა ეგვიპტეს მათი გათავისუფლების შუამავლობაში გაწეული დახმარებისთვის და წითელ ჯვარს იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან შეასრულა ორივეს სახლში დაბრუნებაში.

კუპერის ქმარი ამირამი, 85 წლის და ქალბატონი ლიფშიცის ქმარი ოდედი, 83 წლის, ჯერ კიდევ “ჰამასის” ტყვეობაში იმყოფებიან ღაზაში.

 

 

მსგავსი თემები