უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე ევროპის მშვიდობის ფონდიდან . ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, კიევისთვის სამხედრო დახმარების მე-8 ტრანშის გაცემაზე შეთანხმება მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.

2023 წლის მაისიდან უნგრეთი ბლოკავს კიევის სამხედრო დახმარების მე-8 ტრანშის გაცემას ევროპის მშვიდობის ფონდიდან. როგორც მაშინ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ბუდაპეშტი დარჩება ამ პოზიციაზე, მანამ, კიევი უნგრულ ბანკს  OTP არ ამოიღებს “ომის სპონსორების” სიიდან, სადაც ის შეყვანილია იმის გამო, რომ რუსეთში ფუნქციონირებას აგრძელებს.

29 სექტემბერს უკრაინამ გამოაცხადა უნგრული ბანკის OTP და ხუთი ბერძნული გადამზიდავი კომპანიის სიიდან ამოღება.

მსგავსი თემები