23 ივლისს ლუკაშენკო პუტინს შეხვდება

23 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრა კრემლში გაიმართება. შეხვედრაზე მხარეები უსაფრთხოების საკითხებს, საერთაშორისო დღის წესრიგს, ეკონომიკურ ურთიერთობას, ალიანსის პროგრამების განხორციელებას, სანქციებისადმი წინააღმდეგობასა და სხვა საკითხებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ პუტინთან შეხვედრის შესახებ განცხადება ლუკაშენკომ 6 ივლისს გააკეთა. როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება “ვაგნერთან” დაკავშირებული საკითხებიც.

მსგავსი თემები