ბულგარეთი უკრაინაში იარაღთან ერთად 100-მდე ჯავშანტრანსპორტიორს გაგზავნის

21 ივლისს ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინაში იარაღთან და სათადარიგო ნაწილებთან ერთად 100-მდე ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნას მხარი დაუჭირა.

უკრაინული მედიის ცნობით, ბულგარეთს არ სჭირდება ჯავშანტექნიკა, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ კომუნისტების დროს იყო შეძენილი, იმდროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ძალებისთვის.

მსგავსი თემები