,,ყირიმის ხიდი უკრაინის სამიზნეა, რომელიც უნდა განეიტრალდეს” – ზელენსკი

,,ყირიმის ხიდი უკრაინის სამიზნეა, რომელიც უნდა განეიტრალდეს, რადგან ოკუპანტები მას იარაღის გადასატანად იყენებენ”. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მიზანი მთელი ყირიმის დაბრუნებაა, რადგან ის უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა.

“ქერჩის ხიდი გამოიყენება საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის და ყირიმის მილიტარიზაციისთვის. ჩვენთვის ნათელია, რომ ეს მტრის ობიექტი აშენებულია საერთაშორისო სამართლის საზღვრებს გარეთ. ამიტომ ცხადია, რომ ეს არის ჩვენი სამიზნე. ნებისმიერი სამიზნე, რომელიც ატარებს ომს და არა მშვიდობას, უნდა განეიტრალდეს”, – თქვა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები