დონალდ ტრამპის სასამართლო მომავალი წლის 20 მაისს ჩაინიშნა

საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოყენების ბრალდების საქმეზე, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სასამართლო მომავალი წლის 20 მაისს ჩაინიშნა. სასამართლოს თარიღი მოსამართლე აილინ ქენონმა განსაზღვრა.

არსებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპს სასამართლოს გამართვა 2024 წლის არჩევნების შემდეგ სურდა, პროკურორებს კი მიმდინარე წელს.

პროკურორები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი არალეგალურად ინახავდა საიდუმლო დოკუმენტებს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა და ხელი შეუშალა მთავრობის მცდელობებს მათ დასაბრუნებლად.

თავად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ უდანაშაულოა და სასამართლო პროცესი მისი საარჩევნო კამპანიის განადგურებას ისახავს მიზნად.

მსგავსი თემები