,,თუ რუსეთი ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ეს ყველაფერი”- ზელენსკი

,,თუ რუსეთი რეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს ერთს – რუსეთმა უკვე მოამზადა ეს ყველაფერი,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ხლა მსოფლიომ მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს.

,,რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აწყობს სატელეფონო კარუსელს, ურეკავს საგარეო საქმეთა მინისტრებს და ესაუბრება რაღაც ბინძური ბირთვული ბომბის შესახებ. ყველამ კარგად იცის, ვინ არის ამ ომში ყველა სიბინძურის წყარო, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება.

თუ ვინმეს შეუძლია გამოიყენოს ატომური იარაღი ევროპის ჩვენ ნაწილში ეს მხოლოდ ერთი სუბიექტია და ამ სუბიექტმა უბრძანა ამხანაგ შოიგუს, სადმე დაერეკა. თუ რუსეთი რეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს ერთს – რუსეთმა უკვე მოამზადა ეს ყველაფერი, ახლა მსოფლიომ მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

,,შოიგუს სატელეფონო ზარების მიზანი, სავარაუდოდ, NATO-ს დაშინება და დაყოფაა”- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

მსგავსი თემები