„მიმდინარე მოვლენები რეგიონში, უსაფრთხოების საკითხები ჩვენი დისკუსიების ცენტრშია მოქცეული“ – ილჰამ ალიევი თბილისში

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით,  საქართველოში ვიზიტი ორი ქვეყნის თანამშრომლობას კიდევ უფრო გარღმავდება და თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა. როგორც თბილისში მყოფმა პრეზიდენტმა აღნიშნა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.

„მე საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ვაცნობე და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება აზერბაიჯანსა და სომხეთის მიერ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერას საჭიროებს. ჩვენ სომხეთს 5 ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ და იმდენი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს და სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა  ალიევმა საქართველოში ვიზიტისას.

მისივე შეფასებით, ერთ-ერთი სასაუბრო თემა რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების საკითხები იყო.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტიც შეიტანს წვლილს ჩვენი მოძმე ერების ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაში. დღეს სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს ალიანსის დონეზე, რადგან ბევრ სფეროში აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც საერთაშორისო ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე ორმხრივ ფორმატში. ჩვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, არა მარტო ჩვენი ქვეყნებისთვის არამედ რეგიონისთვის და გლობალურად მნიშვნელოვანი.

ჩვენ შეხვედრისას ბევრ საკითხს შევეხეთ და საუბარს სხვა საკითხებზეც გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენები რეგიონში, უსაფრთხოების საკითხები ჩვენი დისკუსიების ცენტრშია მოქცეული. ყარაბაღის ომის შემდეგ ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა. მე საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ვაცნობე და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება აზერბაიჯანსა და სომხეთის მიერ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერას საჭიროებს“ – განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა.

 

მსგავსი თემები