ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.

გათავისფულებული დასახლებების ტერიტორიაზე  12 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, საოკუპაციო ძალებს ხერსონის ოლქში ახალი სამხედრო შენაერთები შეჰყავთ  და თავდაცვისთვის ემზადებიან.

მსგავსი თემები