,,აზერბაიჯანი არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ ვისაუბრეთ, არსებულ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, სავაჭრო და სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მეგობარია აზერბაიჯანის – აზერბაიჯანი არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი,” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული  პარტნიორობიდან და თანამშრომლობის დღის წესრიგიდან გამომდინარე ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„ბატონო პრეზიდენტო, ასევე, მივესალმები თქვენს მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას ერთობლივი, სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის მექანიზმის შექმნის თაობაზე სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, არსებულ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, სავაჭრო და სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მეგობარია აზერბაიჯანის და აზერბაიჯანი არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ მიმოვიხილეთ ასევე ჩვენს მიერ განხორციელებული უკვე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რომელიც შეიძლება ითქვას არის ისტორიული მნიშვნელობის, ისეთებიც როგორიც არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის  რკინიგზის პროექტი, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები და  შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც მქონდა საუბარი.  ჩვენ ვადასტურებთ სრულ მზაობას ბატონო პრეზიდენტო რომ ურთიერთობები როგორც მიმდინარე ასევე დაგეგმილი პროექტების რეალიზაციის მიზნით ჩვენ მაქსიმალურად გავააქტიუროთ ურთიერთობა და ბოლოს მინდა დავესესხო თქვენს მამას, აზერბაიჯანის ეროვნულ ლიდერს , ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს ჰეიდარ ალიევს და გავიხსენო ის სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა საქართველოში თბილისში ვიზიტის დროს და რომლითაც მან მიმართა ქართველ საზოგადოებას:  აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ქონიათ, როდესაც მათ მიეცათ მეზობლად ცხოვრების და მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა, ჩვენმა წინაპრებმა ნახეს ამ ბედნიერების ნაყოფი, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები