„დრო ხომ არ დადგა, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს, ვისკენ ხართ?”- ზელენსკი ისრაელს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მიმართავს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს.

ზელენსკიმ  მადლობა გადაუხადა ისრაელს სამედიცინო დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა სამხედრო დახმარებასაც მიიღებს.

„დრო ხომ არ დადგა, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს, ვისკენ ხართ? ან დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც იბრძვის არსებობის საფრთხის წინააღმდეგ, ან მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც, როდესაც ეს გლობალურ უსაფრთხოებას სრული განადგურება ემუქრება?“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

მსგავსი თემები