,,უნდა შევეშვათ კონსოლიდაციას წარსულის გარშემო, ეს სირცხვილია და ჩამორჩენილობის ნიშანია”- ნიკა გვარამია

„უნდა შევეშვათ კონსოლიდაციას წარსულის გარშემო. ეს სირცხვილია და ჩამორჩენილობის ნიშანია. კონსოლიდაცია უნდა მოხდეს მომავლის გარშემო, რომელიც აქ არის კართან და გვიკაკუნებს და ჩვენ არ ვაღებთ“, – ამის შესახებ  „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც  მისი საქმის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.

გვარამიას თქმით, მას იმედი აქვს, რომ გამოვა ციხიდან, რადგან მისი ბედი მხოლოდ ქართული სასამართლოს წინაშე არ წყდება, წინ არსებობს სტრასბურგის სასამართლოა.

„რაც შეეხება ჩემს ყოფნას იზოლაციაში, გალიაში თუ რა დავარქვა ამას არ ვიცი, მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე – ეს მაქვს. იმედი მაქვს, რომ გამოვალ, იმიტომ, რომ ჩემი ბედი მხოლოდ აქ არ წყდება. არც მხოლოდ ქართული სასამართლოს წინაშე, იმიტომ, რომ წინ არსებობს სტრასბურგის სასამართლო. არც მხოლოდ იმათ ტვინებში წყდება ჩემი ბედი, ვინც აქ ყოველდღე მისჯის და შესაძლოა, იმაზე მეტსაც კი, ვიდრე ეს ჩხიკვაძემ გააკეთა, იმიტომ, რომ ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტი არ არის. აღარ არის.

ჩემი აზრით, თუ გაინტერესებთ მომავალი მოვიდა, კართან მოგვადგა. მივიდეთ კარამდე და გავაღოთ. რამდენიმე ნაბიჯია სულ. სულაც არა გადატანითი მნიშვნელობით, პირდაპირი მნიშვნელობითაც კი. არ დაყაროთ ფარ-ხმალი და არ ჩამოყაროთ ხელები. არავითარ შემთხვევაში. საზოგადოებას მოვუწოდებ, თავისი სიტყვა თქვას. საზოგადოება არ შედგება მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ჩვენი სამოქალაქო სექტორი ალბათ, ნუ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, რაც მე მინახავს. არ მინახავს ცოტა და განსაკუთრებით ახლა იზოლაციაში ყოფნისას, ძალიან ბევრს ვკითხულობ სხვადასხვა ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებზე. შემიძლია პარალელი გავალო და სხვათა შორის, მინდა გითხრათ, უსამართლობაა, რომ ჩვენს სამოქალაქო სექტორზე ასე ცოტას წერენ მათ შორის, წიგნებშიც. უსამართლოა ჩვენი პოლიტიკური ელიტის სტიგმატიზაცია, როგორც რაღაცა ძალის არმქონის თუ ა.შ.,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

მსგავსი თემები