რუმინეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო თანამდებობიდან გადადგა

რუმინეთის თავდაცვის მინისტრი, ვასილე დინკუ უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ვასილე დინკუს განცხადებით, უკრაინის ერთადერთი შანსი, დაასრულოს ომი, რუსეთთან მოლაპარაკებაა.

„ჩემი ჟესტი განპირობებულია იმით, რომ შეუძლებელია თანამშრომლობა რუმინეთის პრეზიდენტთან, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან. ვფიქრობ, გადადგომა აუცილებელია, რათა ზიანი არ მიადგეს გადაწყვეტილებებსა და პროგრამებს, რომლებიც მოქნილ სამეთაურო ჯაჭვს საჭიროებს და არ დაიბლოკოს რიგი პროექტებისა, რომლებიც აუცილებელია სამინისტროსა და არმიისთვის“, – განაცხადა დინკუმ.

მსგავსი თემები