,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი გაიზრდება, გვინდა, გამოვიყენოთ და დაიტვირთოს ბაქო-სუფსის ტერმინალიც”- ილჰამ ალიევი

,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს, ამ მილსადენით გაიზრდება ექსპორტი და კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა, გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალიც,”- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე, საუბარი სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკასაც შეეხო.

,,ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, როგორც პრემიერმა ბრძანა, გავცვალეთ მოსაზრებები იმ პროექტების თაობაზე, რომელიც განხორციელებული გვაქვს. საოპერაციო კუთხით ძალიან წარმატებულია ეს პროექტები და მოუთმენლად ველოდებით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ვაპირებთ 22 მილიონი კუბური მეტრის ექსპორტს და უფრო გავზარდოთ მომდევნო წლებში. წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანსა და ევროპას შორის და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს, გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით.

ჩვენ გვაქვს საშუალება და ვაპირებთ, 2027 წლისთვის ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. ბუნებრივია, ეს განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. იქნება ახალი საკითხები განსახილველი. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს, ამ მილსადენით გაიზრდება ექსპორტი და კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა, გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალიც, ვიცი, რომ არ არის ახლა ქმედითი, მაგრამ გვინდა, დავტივირთოთ ეს არხიც“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მსგავსი თემები