,,შოიგუს სატელეფონო ზარების მიზანი, სავარაუდოდ, NATO-ს დაშინება და დაყოფაა”- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, “ბინძური ბომბის” შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებების მიზანი, სავარაუდოდ, NATO-ს დაშინება და დაყოფაა.

ამერიკელი ანალიტიკოსების განცხადებით, ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შოიგუს სატელეფონო ზარები შეაფასეს. საუბრისას შოიგუ ამტკიცებდა, რომ უკრაინა ბინძური ბომბის გამოყენებისთვის ემზადება.

ექსპერტების განმარტებით, მსგავსი განცხადებებით რუსეთი ცდილობს NATO-ში განხეთქილება დათესოს და მათი მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერა შეასუსტოს.

ანალიტიკოსების შეფასებით, გამოიყენებს თუ არა რუსეთი იარაღს ამის პროგნოზირება რთულია, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება პუტინზეა დამოკიდებული.

მსგავსი თემები