კახეთში, სახელმწიფოს მიწების დაუფლების ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 13 პირს, მათ შორის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ბრალდებულებმა ინდივიდუალური განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების დარეგისტრირება მოითხოვეს. სარეგისტრაციო წარმოებისას, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, თანასოფლელების სასარგებლოდ, ყალბი ინფორმაცია მიაწოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს. ასევე, განმცხადებელმა პირებმა, ქონებრივი უფლების მოტყუებით…

მეტი...

,,ხელისუფლებამ ღიად განაცხადა უარი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე”- ნიკა მელია

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევით, ხელისუფლებამ იად განაცხადა უარი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე. მისივე თქმით, სასამართლო საბოლოდ ჩამოყალიბდა როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული, კორუფციულ-კლანური ინსტიტუციად. ,,იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი. ვინ არის ლევან მურუსიძე და რა რეპუტაციითა და ავტორიტეტითაც სარგებლობს, ყველამ ვიცით და გამეორებით თავს არც შეგაწყენთ, უბრალოდ, სასამართლო სისტემამ და ამ ხელისუფლებამ მისი არჩევით ღიად განაცხადა უარი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, სისტემის რეფორმირებაზე. ხელისუფლებას და თავად ამ მანკიერ სისტემას შეეძლოთ წამოეყენებინათ ვინმე ნაკლებად ცნობილი…

მეტი...

,,რუსეთთან მოლაპარაკებები არ იქნება”- ანდრეი ერმაკი

,,რუსეთთან მოლაპარაკებები არ იქნება და ის აუცილებლად იზოლირებული აღმოჩნდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისივე თქმით,  რუსეთის დიდი ხანია არავის ეშინია, რადგან ისინი სუსტი, მხდალები არიან და ოცნებობენ მოლაპარაკებებზე, რათა შეაჩერონ თავიანთი კოლაფსი. “ბინძური მანიპულაციები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებული ბინძური დაშინება, ბინძური ტერორისტული თავდასხმა უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე ოლენივკაში, ასევე ბინძური ომი მშვიდობიან მოსახლეობასთან და ტერორი ბრძოლის ველზე მარცხის შემდეგ, ბინძური სახელმწიფო, სახელად რუსეთი“, – განაცხადა ერმაკმა.    

მეტი...

,,ყველაფერს გავაკეთებთ იტალია-საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად”- იტალიის პრემიერი

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. იტალიის პრემიერი მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თანამდებობაზე  დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვისთვის. ,,იტალიის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ჩემ დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვვისთვის ვუხდი მადლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და თქვენი ერის მიერ არჩეულ ხაზზე დახმარების აღმოსაჩენად,”- წერს იტალიის პრემიერ-მინისტრი ”ტვიტერზე”.

მეტი...

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ილჰამ ალიევი ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ცერემონია გაიმართა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ილჰამ ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.

მეტი...

„რეზოლუციაში სააკაშვილის მოხსენიება ძირს უთხრის ორგანიზაციის სანდოობას“ – შალვა პაპუაშვილის წერილი ევროსაბჭოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს – მარტინუს ტაინი კოქსს ოფიციალური წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ რეზოლუციის ტექსტში სააკაშვილის მოხსენიება ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას, ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას. პაპუაშვილი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრულ სს საქმეებზეც წერს და განუმარტავს, რომ ამ საქმეებში, პოლიტიკური მოტივაცია არ არსებობს. ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნა აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში. ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს პარლამენტსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა მაძლევს შესაძლებლობას, მოგმართოთ N2463-ე რეზოლუციის („უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის…

მეტი...

„წააგო არა იმიტომ, რომ ის ქალია“… შარლოტა ნელი დოროყაშვილზე

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის სასამართლო დავის დასრულებას სხვადასხვა, როგორც დადებითი ისე ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. კერძოდ, ზოგიერთები მოსამართლის გადაწყვეტილებას სამარათლიანად აფასებენ, ზოგიერთები კი პირიქით. მოსამართლის მხრიდან ნიკოლოზ ბასილაშვილის სრულად გამართლებას, ნელი დოროყაშვილი და მისი უფლებადამცველები აფასებენ როგორც განაჩენს საქართველოს ქალებისთვის. მოსამართლის გადაწყვეტილებას მოკლედ გამოეხმაურა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი გოგო შარლოტა. „ქალმა წააგო სასამართლო არა იმიტომ, რომ ის ქალია, არამედ იმიტომ, რომ ის სიმართლეს არ ამბობს“ – ასეთია მისი მოკლე კომენტარი. შეგახსენებთ, რომ ნელი დოროყაშვილი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს და სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

მეტი...

რუსეთის კამპანიას „ბინძურ ბომბთან“ დაკავშირებით ენტონი ბლინკენიც პასუხობს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მცდელობას, უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენების მცდელობაში დაადანაშაულოს, მსოფლიოს ლიდერები არ ენდობიან. აღნიშნულ საკითხზე საკუთარ პოზიციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც აფიქსირებს. რუსეთის განცხადების შემდეგ, რომ უკრაინა შესაძლოა, „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავდეს, სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის. ენტონი ბლინკენმა კულებასთან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ უარყოფს რუსეთის ცრუ მცდელობას და ეს იმის მომასწავებელია, რომ რუსეთი ცდილობს, აღნიშნული ესკალაციის საბაბად გამოიყენოს. ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებასთან საუბრისას აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა და მორიგ დახმარებაზე ესაუბრა.…

მეტი...

საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ელოდებიან

დღეს, 24 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. 14:00 საათზე “შატო მუხრანში”, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მეტი...

რუსეთის ბინძურ კამპანიას “ბინძურ ბომბთან“ დაკავშირებით „ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც“ აფასებს

რუსეთის ფედერაციის მცდელობას, რომ მსოფლიო დაარწმუნოს უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის“ გამოყენების მზადებასთან დაკავშირებით, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც“ აფასებს.  როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მცდელობა სხვა არაფერია, თუ არა უკრაინისთვის იმიჯის შელახვა და სამხედრო დახმარების შემცირება. „რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელმაც აშშ-ის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს, სავარაუდოდ, ცდილობდა შეენელებინა, ან შეეწყვიტა დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინის მიმართ“ – განმარტავენ ორგანიზაციაში. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ საფრთხეს რუსეთის მხრიდან უფრო ხედავს, ვიდრე უკრაინის მხრიდან. „შოიგუს ბრალდებები, სავარაუდოდ, არ ასახავს რუსეთის მზადებას უკრაინაში არასტრატეგიული…

მეტი...

ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ის პრემიერის სავარძელს არ დაუბრუნდება

ბორის ჯონსონი არ აპირებს პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლოს და ძველ პოზიციას ისევ დაუბრუნდეს. როგორც ყოფილი პრემიერი განმარტავს, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერობისთვის ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებს. ჯონსონი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, განმარტავს, რომ კენჭისყრისთვის საჭირო დეპუტატების მხარდაჭერის მიუხედავად, მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უბრალოდ არ იქნება სწორი, რადგან მისი თქმით, ეფექტურ მართვას ვერ მოახერხებ, თუ არ გყავს ერთიანი პარტია პარლამენტში. მან ასევე დასძინა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კარგი შესაძლებლობა აქვს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი პრემიერ-მინისტრის გარეშეა დარჩენილი, რადგანაც ლიზ ტრასმა თანამდებობა დატოვა.

მეტი...

“ბინძური ბომბის” იდეა ჩვენთვის ამაზრზენია“ – უკრაინა ბუდაპეშტის მემორანდუმის დაცვას ითხოვს

რუსეთის მხრიდან „ბინძური ბომბის“ ამოქმედების პროპაგანდასთან დაკავშირებით უკრაინული მხარე განცხადებას ავრცელებს და ბუდაპეშტის მემორანდუმის მე-4 პუნქტის დაცვას ითხოვს. განცხადებას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ავრცელებს. „უკრაინის არმია ათავისუფლებს ჩვენს მიწას რუსული სიბინძურისგან. “ბინძური ბომბის” იდეა ჩვენთვის ამაზრზენია. ვიწვევთ გაერო-სა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სადამკვირვებლო მისიებს, უკრაინაში ჩამოვიდნენ. მსოფლიომ უნდა უპასუხოს რუსეთის ბირთვულ შანტაჟს. ჩვენ მოვითხოვთ ბუდაპეშტის მემორანდუმის მე-4 პუნქტის დაცვას“, – აცხადებს რეზნიკოვი. ბუდაპეშტის მემორანდუმის მიხედვით, ხელმომწერები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, მოითხოვონ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივი ქმედება უკრაინის, როგორც „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების“ ბირთვული იარაღის არმქონე მონაწილე სახელმწიფოს, დასახმარებლად. ინფორმაციისთვის, რუსეთის თავდაცვის…

მეტი...

„უარვყოფთ რუსეთის ცრუ ბრალდებას, რომ უკრაინა ემზადება ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად“ – მსოფლიო ლიდერები  

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მცდელობას, რომ დაერწმუნებინა მსოფლიო თითქოს უკრაინა ბირთვული ბომბის გამოყენებას აპირებს, მსოფლიო ლიდერები ეხმიანებიან. აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნულ ბრალდებას  ცრუ ბრალდებას უწოდებენ და რუსეთს თითს უქნევენ. „ჩვენ, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები, ვიმეორებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გავაგრძელებთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინის ძალისხმევას, დაიცვას საკუთარი ტერიტორია იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. თითოეული ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს, მისივე თხოვნით ესაუბრა. ჩვენმა ქვეყნებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ყველანი უარვყოფთ რუსეთის ცხადად ცრუ…

მეტი...

„შოიგუ ურეკავს საგარეო საქმეთა მინისტრებს და ესაუბრება რაღაც ბინძური ბირთვული ბომბის შესახებ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ ერთ სუბიექტს შეუძლია და ეს არის რუსეთის პრეზიდენტი. მისი ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აწყობს სატელეფონო კარუსელს, ურეკავს საგარეო საქმეთა მინისტრებს და  ბინძური ბირთვული ბომბის შესახებ ესაუბრება. „დიახ, სწორედ რუსეთმა მოაწყო რადიაციული კატასტროფის შანტაჟი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე; სწორედ რუსული რაკეტების ტრაექტორია უკრაინის ბირთვული ობიექტების თავზე; სწორედ რუსმა სამხედროებმა დანაღმეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, აგრეგატები და აფეთქების მუქარით შანტაჟს აწყობენ; სწორედ რუსეთია ის, რომელიც იყენებს ფოსფორის საბრძოლო მასალებს, აკრძალულ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს და იარაღების მთელ სპექტრს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. უკრაინა ყოველთვის აღდგენისკენაა მიმართული“, –…

მეტი...

ემანუელ მაკრონის შეფასებით, უკრაინაში მშვიდობის დამყარება შესაძლებელია

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ  უკრაინაში მშვიდობის შესაძლებლობა არსებობს. ემანუელ მაკრონს იმედი აქვს, რომ  სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება. „ნეიტრალურობის შენარჩუნება ნიშნავს უძლიერესთა მსოფლიო წესრიგის მიღებას და მე ამას არ ვეთანხმებიმშვიდობის პერსპექტივა არსებობს. ის გარკვეულ  მომენტში აუცილებლად დადგება და ეს ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების მიმდინარეობაზე. სამშვიდობო შეთანხმების პირობები კი უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა უნდა  გადაწყვეტონ“ – აცხადებს მაკრონი. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპისთვის, უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მოქმედ პრეზიდენტთან რაიმე სახის მოლაპარაკებას გამორიცხავს.  

მეტი...