,,მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტ კაპიტალდაბანდებას მოვახდენთ”- ილჰამ ალიევი

,,საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ორი მოძმე ერის ინტერესები ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს  ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი და ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი, –  ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და რა თქმა უნდა  მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს.

,,ჩვენ გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება,  ბოლო 9 თვის განმავლობაში, გადავცდით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ბრუნვას. აზერბაიჯანიდან  საქართველოში ინვესტირებულია მნიშვნელოვანი თანხები, ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას.  3 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული  საქართველოში და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ორმხრივი სარგებლის მომტანი ინვესტიციები, რა თქმა უნდა,  ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, გავცვალეთ მოსაზრებები , იმ პროექტების თაობაზე რომელიც განხორციელებული გვაქვს. საოპერაციო კუთხით ძალიან წარმატებულია ეს პროექტები და მოუთმენლად ველით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე. ვაპირებთ 22 მილიონი კუბური ტონის ექსპორტს  და კიდევ უფრო გავზარდოთ მომდევნო წლებში. წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს.აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და 2027 წლისთვის ვაპირებთ ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი  კუბური ტონა ბუნებრივი აირი და ეს საკითხი ბუნებრივია განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. იქნება ახალი საკითხებიც განსახილველი. ამასობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს, ეს მილსადენი კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალი, ვიცი რომ ის არ არის ამამად მოქმედი, მაგრამ გვინდა რომ დავტვირთოთ ეს მიმართულებაც.

ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტრო ენერგიის სფეროში ინიციატივების განხორციელებას. აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგა ვატი არის ჩვენი შესაძლებლობების მასშტაბი განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით შეგვიძლია 157 გეგა ვატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო გათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი იმისათვის, რომ ელექტრო ენერგია გავიტანოთ ექსპორტზე და მიგვაჩნია, რომ საქართველო და  აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ ამ მიმართულებითაც. საერთო ჯამში გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა და ენერგო დერეფნების პოტენციალი.

ასევე უნდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ტვირთბრუნვა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის 75 პროცენტით გაიზარდა. უნდა ვთქვა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შეიძლება გამოყენებული იქნეს იმისათვის, რომ 5 მლნ ტონით დაიტვირთოს. მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტ კაპიტალდაბანდებას მოვახდენთ ამ მიმართულებით ამ დერეფანში და კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა. ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას იმისათვის, რომ კასპიის ზღვისპირეთიდან აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ასევე ახალი მარშრუტები დავამუშაოთ,”- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მსგავსი თემები